• მისია, ხედვა, ღირებულებები

      •  

        მისია 

        შ.პ.ს ,,ხერხემის’’  სკოლის  მისიაა ახალგაზრდობის აღზრდა მამულისშვილურ სულისკვეთებით,სამშობლოს სიყვარულის და ერთგულების შეგნებით.კულტურული ფასეულობებისა და რელიგიებისადმი პატივისცემით,ტოლერანტობით.

        სკოლა მოწოდებულია შექმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო,სადაც მოზარდები ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტურ იდეალებს და ღირებულებებს,ასევე განავითარებენ პოზიტიურ უნარ - ჩვევებს.სკოლა ოჯახთან ერთად ზრუნავს მოსწავლეთა უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე,ხელს უწყობს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარებას.

        სკოლა მიზნად ისახავს ერთის მხრივ, იხელმძღვანელოს ,,კანონი ზოგადი განათლების შესახებ’’ და ეროვნული სასწავლო გეგმის ნორმებით,მეორეს მხრივ,აქტიურად აამოქმედოს პროგრესული ფსიქოპედაგოგიური მიდგომები და დანერგოს სწავლების და განათლების თანამედროვე ტექნოლოგიები.ეს განმაპირობებლები ხელს შეუწყობს  თითოეული მოსწავლის ჩამოყალიბებას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და განვითარებული,ცივილიზებული მსოფლიოს იდეებისა და ღირებულებების მიხედვით.

        სკოლის მისიის განსაკუთრებული პრიორიტეტია: უცხოური ენისა და მათემატიკის გაღრმავებული სწავლება,ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლება,რომლებიც მოსწავლეს სამომავლოდ,კონკრეტულ გარემოში თავისუფლად რეალიზებისა და თვითდამკვიდრების საშუალებას მისცემს

        სკოლის სამიზნე ჯგუფებია : ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების - განსხვავებული აღმსარებლობის მქონე მოსწავლეები.

         

         

        ხედვა

         

        ყველა მოსწავლე განათლებას მიიღებს უსაფრთხო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ გარემოში.

        მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას და განივითარებენ უნარებს, რომლებიც საჭიროა წარმატებული მომავლისათვის.

        სკოლის მიზნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა გაზიარებულია ოჯახებს, სკოლის პერსონალს და საზოგადოებას შორის.

         

         

         

        ღირებულებები

         

         

        უსაფრთხოება

        განათლების მაღალი ხარისხი

        კონკურენტუნარიანი პატრიოტი მოქალაქის აღზრდა

        გლობალურ პროცესში ინტეგრაცია

        საზოგადოების მაღალი ჩართულობა